გომელაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გმობს

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური გმობს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელმაც პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელი რამაზ დევაძე შეიწყალა, მიუღებელია.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ პოლიციელის მკვლელის შეწყალება, არამედ ფიქრობს, რომ ზოგადად, მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. 

"რა თქმა უნდა, მე ვგმობ ამას, ეს ჩემთვის მიუღებელია",– დასძინა მინისტრობის კანდიდატმა. 

ცნობისთვის: 22 წლის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანიას მკვლელობისთვის მსჯავრდებული მოჭიდავე რამაზ დევაძე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს შეიწყალა კიდევ 33 პატიმართან ერთად.

2015 წლის სექტემბერში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი არც სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს შეუცვლიათ. რამაზ დევაძემ მხოლოდ 4 წლიანი სასჯელი მოიხადა და პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 28 აგვისტოს საპატიმრო დაწესებულება დატოვა.

თარაშ მუკბანიანი 2014 წლის დეკემბერში მოკლეს ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში.“ კლუბში მყოფი პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, მისივე სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ემსხვერპლა.

რამაზ დევაძე 2015 წლის თებერვალში დააკავეს, როცა სარფის საბაჟო პუნქტის გავლით საქართველოდან თურქეთში წასვლას აპირებდა.

როგორც ირკვევა, რამაზ დევაძეს სამართალდამცავებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა. თარაშ მუკბანიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, მას პირობითი სასჯელი შეუფარდეს სხვა პირებთან ერთად პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

იხილეთ ასევე: ვისთან შეთანხმდა სკანდალური შეწყალება – პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის კომენტარები

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ