„უკვე დიდი ხანია, ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება"

„უკვე დიდი ხანია, ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება"

ენოკომიკის მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას განცხადებით, „უკვე დიდი ხანია, ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება" და როგორც მინისტრობის კანდიდატი ირწმუნება, ხელისუფლება "ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და მხარდაჭერილი იყოს“. ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, სამინისტრო დიდი მოთმინებით ელოდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართულ ინვესტორებს.

„არ შემიძლია, არ შევეხო ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურას. საკონტეინერო გადაზიდვების ასეთი მაღალი ზრდა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა. ვსაუბრობ ჩვენს სტრატეგიულ პროექტზე - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. უკვე დიდი ხანია ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა სჭირდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და იყოს მხარდაჭერილი. დიდი მოთმინებით ველოდებით აქ ჩართულ ინვესტორებს“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, საკონტეინერო ტვირთებზე, იანვარ-აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37% -იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ნათია თურნავას თქმით, ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

„საქართველო დღეს ნამდვილად ყალიბდება სატრანსპორტო რეგიონალურ ჰაბად. გაგრძელდება მუშაობა ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელზე, ქსელში ქვეყნის სატრანზიტო სისტემების ინტეგრაციაზე. ეს არის სწორედ ის პროექტი, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაახლოვებს. ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სატრანსიტო დერეფნის განვითარების მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფროვნების პროექტს ვგეგმავთ. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ფიზიკურად ინფრასტრუქტურის არსებობას, არამედ მართვის ძალიან მაღალტექონოლოგიური მოდელის არსებობას, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი დერეფნის მიმზიდველობას“, - განაცხადა თურნავამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა მოსახლეობის აღქმით