“თქვენი საქმე არ არის, ნუ მებლატავებით”-დაპირისპირება პარლამენტში კობერიძე – მაჭავარიანს შორის(ვიდეო)

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლევან კობერიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „მაესტროს“ სახელმწიფოს მიმართ 55 მილიონიანი დავალიანება აქვთ, რასაც მათგან უნდა ითხოვდნენ.

კობერიძემ ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს 100 მილიონი ყალბი აქტივი აქვს დღგ-ს ნაწილში.

„სამ ტელევიზიას 55 მილიონი აქვს მოპარული და როგორც ვუყურებ, მაგის დამბრუნებელი არავინ არის. 100 მილიონი დღგ-ს ნაწილში გაქვთ ყალბი აქტივი შექმნილი. ასე შევარდნაძის დროს არ ხდებოდა. რატომ არ მისმენთ?“, – მიმართა კობერიძემ მაჭავარიანს, რაც მათ შორის ცხარე კამათის მიზეზი გახდა.

„თქვენი საქმე არ არის, მე საით გავიხედავ. შეგიძლიათ, დაელოდოთ, როცა პასუხის დრო იქნება. მიიღებთ ამომწურავ პასუხს“, – მიმართა მაჭავარიანმა კობერიძეს. თავის მხრივ, ლევან კობერიძემ ივანე მაჭავარიანს მიმართა – „ნუ მებლატავები“.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ