კრამერი: "თუკი საქართველოს ხელისუფლება რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ"

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარის და ყოფილი დიპლომატის დევიდ კრამერის  განცხადებით, "საქართველოს ხელისუფლება ბორდერიზაციაზე მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს". 

ამის შესახებ კრამერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. 

"ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს. ამავე დროს, თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად - რაც ნაკლებ სავარაუდოა - მაშინ, თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია. თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს.

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ფართოდ უნდა იყოს დაგმობილი და არ იყოს აღიარებული. საქართველოს ხელისუფლება კი უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდეს მისი მოქალაქეების გატაცების თაობაზე, ქართული საკუთრებისა და მიწის კონფისკაციის ინციდეტებზე, იმაზე, რაც მოსკოვის ‘ბორდერიზაციის“ პოლიტიკითაა გამოწვეული" - აცხადებს კრამერი. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა