ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატს პარლამენტში პროტესტით დახვდა

ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პროტესტით –თვალსახვევებით შეხვდნენ. მათ ამ ფორმით გააპროტესტეს 20–21 ივნისის მოვლენები და პრემიერობის პოსტზე მისი კანდიდატურის წამოყენებას. დღეს "ევროპული საქართველო" და ენმ გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს ფრაქციის ფორმატში უსმენენ. სხდომა ვიდეომასალით დაიწყო, რომელიც 20–21 ივნისის მოვლენებს ასახავს. 


"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" აქ მოვიდა იმიტომ, რომ ბატონ გახარიას შევახსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც მას აქვს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი. მასთან არანაირი რუტინული კითხვები არ გვაქვს. მას კითხვებს საგამოზიებო კომისია დაუსვამს მაშინ, როდესაც საქართველოში ეროვნული ხელისუფლება აღსდგება",– განაცხადა ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.  

ოპოზიციამ მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენებს ბოიკოტი გამოუცხადა, ანალოგიური ქმედების განხორციელებას გეგმავდნენ ფრაქციის ფორმატში მოსმენისთვისა, თუმცა  გუშინ გვიან ღამით შეცვალეს გადაწყვეტილება. 

ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია "სირცხვილია!" მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ