ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი: "დაგროვდა მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ"

დაგროვდა უკვე საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, - ამის შესახებ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოცემულობიდან გამომდინარე საქმეში მასთან ერთად ჩაერთო ორი უცხოელი კვალიფიციური და ავტორიტეტული ადვოკატი, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მასთან ერთად იმუშავებენ.

„საქმე რომელიც მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გაცდა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებს. პროკურატურამ უკვე რამდენიმე შუამდგომლობით მიმართა ბრიტანეთს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ამავდროულად დაგროვდა უკვე საქმეში მასალები, რომლითაც ჩვენ შეიძლება სტრასბურგს მივმართოთ, ამიტომ საქმეში ჩაერთო ორი საკმაოდ გამოცდილი, კვალიფიციური და აღიარებული ადვოკატი - სტივენ ქეი, რომელიც არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. სამოცწლიანი გამოცდილების მქონე იურიდიულ ფირმის ხელმძღვანელი. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი და წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი. ის წაიყვანს ჩვენს გუნდში იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია საქართველოს საზღვარგარეთ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინტერესების წარმოდგენა. მეორე ჩვენი კოლეგა ეს არის ვინსენტ ბერგერი, ფრანგი ადვოკატი, რომელი ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს