გახარია – „ნაციონალურ მოძრაობას“: „მე თქვენ დაგასრულებთ!“

„მე თქვენ დაგასრულებთ“,– ასე მიმართა პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს პარლამენტში, სადაც მისი მოსმენა ფრაქციის ფორმატში მიმდიარეობს. მას პასუხს 20–21 ივნისის მოვლენებზე სთხოვენ.  

როგორც გახარიამ განაცხადა, ოპოზიცია საზოგადოებას მოდელირებულ რეალობას სთავაზობდა წარსულში და იგივეს აგრძელებს დღესაც.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს  მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია ხართ და 2020–ში თქვენ დარჩებით ქუჩაში“,– განაცხადა გახარიამ.

მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ „სირცხვილიას“ ორგანიზატორებს და 20–21 ივნისის აქციაზე დაზარალებულ მაკო გომურს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მისცემოდათ, რომლებზეც საშვები იყო დაშვებული და მათ პრემიერობის კანდიდატისთვის კითხვების დასმა სურდათ, თუმცა უშედეგოდ – მათ ამის უფლება არ მიეცათ. ამის შემდეგ ენმ–მ მიიღო გადაწყვეტილება, სხდომა შეეწყვიტათ. მოგვიანებით მაკო გომურმა განაცხადა, რომ თბილისში არ იმყოფება და საშვის დაშვების შესახებ 5 წუთით ადრე შეიტყო. 

ფრაქციის სხდომა კი 20–21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეორგოლით გაიხსნა. 


სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა გახარიას ჰკითხეს, რას გულისხმობდა „დასრულებაში“. მან კი განმარტა, რომ გულისხმობდა იმას, რაც თქვა. 

მისივე თქმით, ის ელოდა პარლამენტში სპექტაკლს, თუმცა პატივს სცემს ინსტიტუტს, ენმ–ს ამომრჩეველს და სწორედ ამ ამომრჩეველთან სასაუბროდ მივიდა საკანონმდებლო ორგანოში. 

ამასთან, გახარია 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობას კვლავ ოპოზიციას აკისრებს: 

„რადიკალიზაციის გაზრდას და რაღაც რევილუციური განწყობების მოლოდინების შექმნას ცდილობენ, რაც უბრალოდ, შეუძლებელია. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ 20 ივნისს, როდესაც ადამიანები გამოთქვამენ მშვიდობიან პროტესტს, ზოგიერთმა უპასუხისმგებლო ოპოზიციონერმა მათ მოუწოდა და ისინი ორგანიზებულად, შტურმით წაიყვანა სახელმწიფო ინსტიტუტზე. უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ამის შედეგად ჩვენ დაზარალებული გვყავს, როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ“.   

გახარიამ დამატებით კითხვებს, მათ შორის, რატომ არ ხვდება აქცია "სირცხვილიას!" წარმომადგენლებს, არ უპასუხა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა