რა მოხდა მაკო გომურთან დაკავშირებით – განმარტებები

6 სექტემბერს 20–21 ივნისის აქციისას დაზარალებული მაკო გომურის საკითხი კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური დავისა და ურთიერთბრალდებების საგანი. კერძოდ, დღეს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მინისტრობის კანდიდატების, მათ შორის პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიასთვის ფრაქციის ფორმატში უნდა მოესმინა, რომლის გადადგომასაც უკვე ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას!“ მონაწილეები „გავრილოვის ღამის“ გამო ითხოვენ. ფრაქციის სხდომა 20–21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეოკოლაჟით გაიხსნა, შემდეგ გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები და გამოცხადდა 5–წუთიანი ტექნიკური შესვენება, რომ სხდომაზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა მისცემოდათ „სირცხვილიას!“ ორგანიზატორებს, რომლებიც მეოთხე დღეა, ამას უშედეგოდ ითხოვენ, პასუხად კი იღებენ, რომ „საშვთა სისტემამ გაჭედა“.  დასახელდა მაკო გომურის სახელც. კერძოდ, ენმ–ის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, მათ შორის საშვია მაკო გომურის სახელზე დაშვებული და "მას პარლამენტში არ უშვებენო". სხდომა  ოპოზიციამ ჩაშალა.  

სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა მაკო გომურის სტატუსი, რომელშიც ის განმარტავს, რომ თბილისში არ იმყოფება და საერთოდაც საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ 5 წუთით ადრე შეიტყო.

“ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოიყენა მაკო გომური, არის განსახიერება, როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას”,– თქვა გიორგი გახარიამ და მის პოზიციას შეუერთდნენ „ქართული ოცნების“ წევრებიც და თემა დღის თემად იქცა. 

ამასთან, მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განმარტა, რომ აქტივისტების პარლამენტში არ შეშვების გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო, რადგან მისივე თქმით, ენმ–ის მიმართ აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებსაც სურდათ სხდომაზე დასწრება და მათ ამის „შესაძლებლობა არ მივეცითო“. 

ოდნავ მოგვიანებით კი სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ განცხადების გაკეთებისას ის დაეყრდნო აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის „ფეისბუქ“–სტატუსს:

"პარლამენტის საშვები გვაქვს აღებული. მათ შორის მაკო გომურის სახელზეც. გადატრიალების მოსაწყობად არა, კითხვები გვინდა დავუსვათ ახალ მთავრობას - ამის კანონით გარანტირებული უფლება გვაქვს მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც გვესროლეს.

პასუხად გვეუბნებიან, რომ "სისტემამ გაჭედა"...",– წერდა დიღმელაშვილი. 


ცოტა ხნის წინ კი დიღმელაშვილმა განმარტა:


შექმნილ გაუგებრობასთან დაკავშირებით,  განმარტება გააკეთა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ კონტაქტი უშუალოდ ჰქონდა გომურთან. კერძოდ, მისი თქმით, გომურმა იცოდა, რომ ის პარლამენტში „სირცხვილიას“ ორგანიზატორებთან ერთად შევიდოდა და საშვიც იყო დაშვებული, თუმცა ელოდნენ, რომ ისევე, როგორც გასული დღეების განმავლობაში, დღესაც არ შეუშვებდნენ, გომური კი კახეთში აპირებდა წასვლას და წავიდა კიდეც. პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი ჟურნალისტებმა გომურს უთხრეს, რომ პარლამენტში უშვებდნენ და დაინტერესდნენ მისი ადგილსამყოფელით და ამ მოვლენებს მოჰყვა გომურის სტატუსიც: 

      

მაქარაშვილი განმარტავს, რომ გომურის სიტყვები „კარგი მიდგომაა“ სწორედ პარლამენტს ეხება.    

მისივე თქმით, გომურმა პრემიერობის კანდიდატისთვის დატოვა კითხვა, რომელსაც მას დღეს დაუსვამენ. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა