მაკო გომურის კითხვა გიორგი გახარიას და პრემიერობის კანდიდატის პასუხი

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ფრაქციის ფორმატში კითხვებს „ევროპული საქართველოს“ წევრები უსვამენ. დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ სხდომაზე მაკო გომურის კითხვა გააჟღერა: 

„რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და  ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როდესაც მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს, მართოს მთელი სისტემა და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა“.

მოკლე კომენტარი გააკეთა გახარიამ:

„[პაუზა] ეს კითხვა არ იყო, შეფასება იყო ხომ? გმადლობთ შეფასებითვის“. 

მოგვიანებით მან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა:

"მაკო გომურს პირადად გაცემ როგორმე ყველა შეკითხვაზე პასუხს. ესეც ჩემი პოზიციაა“

ცნობისთვის: დღეს მაკო გომურის საკითხი გაუგებრობისა და პოლიტიკური ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა. მოგვიანებით „სირცხვილიას“ ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა განმარტა, რომ უშუალოდ ჰქონდა გომურთან კონტაქტი. კერძოდ, მისი თქმით, გომურმა იცოდა, რომ ის პარლამენტში „სირცხვილიას“ ორგანიზატორებთან ერთად შევიდოდა და საშვიც იყო დაშვებული, თუმცა ელოდნენ, რომ ისევე, როგორც გასული დღეების განმავლობაში, დღესაც არ შეუშვებდნენ, გომური კი კახეთში აპირებდა წასვლას და წავიდა კიდეც. პარლამენტში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი ჟურნალისტებმა გომურს უთხრეს, რომ პარლამენტში უშვებდნენ და დაინტერესდნენ მისი ადგილსამყოფელით და ამ მოვლენებს მოჰყვა გომურის სტატუსიც.


მაქარაშვილი განმარტავს, რომ გომურის სიტყვები „კარგი მიდგომაა“ სწორედ პარლამენტს ეხება.    

მისივე თქმით, გომურმა პრემიერობის კანდიდატისთვის დატოვა კითხვა, რომელიც მან დეპუტატს გადასცა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა