რამდენი რეზინის ტყვია გამოიყენეს 20–21 ივნისის ღამეს – გახარიას პასუხი

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ 20 ივნისის ღამეს სპეციალური ღონისძიების დაწყებისას, რიგი სპეცღონისძიებების გამოყენების დროს მომიტინგეები გააფრთხილეს, რიგ შემთხვევებში კი გაფრთხილების შესაძლებლობა და არც აუცილებლობა არ იყო. კერძოდ, გახარიას თქმით, მომიტინგეები გაფრთხილებულ იქნენ წყლის ჭავლის და გაზის გამოყენების შემთხვევებში, ხოლო „როდესაც ახლო კონტაქტი იყო პოლიცელებთან და შტურმი ხორციელდებოდა“, გაფრთხილების შესაძლებლობა და არც ვალდებულება არსებობდა, რადგან პოლიციელები მისი მტკიცებით, აუცილებლობის მოგერიების ფარგლებში მოქმედებდნენ. 

„რაღაცა შემთხვევებში გავაფრთხილეთ, რაღაცა შემთხვევბში არა ... ჯამში რამდენჯერმე მოხდა გაფრთხილება, მათ შორის მედიასაშუალებების საშუალებებითაც“,– განაცხადა გახარიამ დეპუტატების კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ყველა მიღებული გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნა მიღებული.

„ყველა ღონისძიების პირობებში არსებობს ღონისძიების გეგმა, რაშიც გაწერილია ვის რა მოვალეობა აქვს. ამ გეგმავს ვამტკიცებ მე და ეს გეგმა დავამტკიცე მე“,– განაცხადა გახარიამ.    

ამასთან, გახარიამ კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ დაახლოებით 800 ცალი რეზინის ტყვია იქნა გამოყენებული. 

გახარიას ჰკითხეს, მომავალშიც გამოიყენებს თუ არა მსგავს ტყვიებს, რაც 20–21 ივნისის მოვლენების დროს იქნა გამოყენებული. გახარიამ უპასუხა, რომ ყოპველთვის გამოიყენებენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და მოქალაქეები შტურმისგან იქნებიან დასაცავი. 

გახარია ისევ ირწმუნება, რომ [მიუხედავად კადრების არსებობისა], ამ ტყვიების დამიზნების სროლა შეუძლებელია.  

შეგახსენებთ, რომ ერთ–ერთი მთავარი პრეტენზია გახარიასთან მიმართებაში სწორედ სპეციალური ღონისძიების გაფრთხილების გარეშე დაწყებაა. გახარიამ “ტვ პირველის“ ეთერში, სადაც მან 20–21 ივნისის მოვლენების შესახებ მეორე ვრცელი ინტერვიუ მისცა, განაცხადა, რომ მომიტინგეები სამართალდამცველებმა გააფრთხილეს. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა