გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ადვოკატებს „წერილთან“ დაკავშირებით პასუხობს

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია TBC–ს დამფუძნებლების ადვოკატებს ურჩევს, „გახარიას წერილის“ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიონ. საუბარია სხდომაზე, რომელზეც მისთვის პრემიერის რანგში ნდობის გამოცხადებას ეყრება კენჭი და წინასწარვეა ცნობილი, რომ მმართველი გუნდი ახალ მინისტრთა კანდიდატს მხარს დაუჭერს, ოპოზიცია კი არა.  

„ამ წერილის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ გავიდა ექვსი თვე. მამუკა ხაზარაძის ადვოკატს ვურჩევ, რომ ექსპერტიზის პასუხი პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას დაამთხვიოს“. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ ლონდონში ექსპერტიზაზე ე.წ. „გახარიას წერილი“ მიმდინარე წლის მარტში გააგზავნა. საუბარია იმ წერილზე, რომელიც „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან შუამავლის დახმარებით მიიღო და რომელშიც "ყველანაირი წინაპირობის გარეშე" შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

როგორც ხაზარაძე ჯაფარიძის ბრიტანელმა ადვოკატმა სტივენ ქეიმ განაცხადა , ცნობილი მუქარის წერილის ექსპერტიზა დასრულდა, შედეგები ანალიზდება და უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

„ახლა მიდის წერილის ლინგვისტური და სხვა ტიპის ანალიზი. შესაბამისი გამოძიების შემდეგ ის აუცილებლად წარედგინება სასამართლოს, როგორც მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება“-განაცხადა ქეიმ.

შეგახსენებთ იმ წერილის შინაარსს, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა:

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე ( ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობის" რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და რომ ამის განმეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი

• ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანირი წინაპირობების გარეშე.

• წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ომბუდსმენი: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით"