კვიციანმა დაასახელა, ვისი დამსახურებით გათავისუფლდა 2015 წელს პატიმრობიდან

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერის, დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, ხალხის პროტესტისაც, თუმცა ირაკლი ღარიბავილის დამსახურებაა, რომ ის პატიმრობიდან გათავისუფლდა. კვიციანს არ განუმარტავს, რა ფორმით მოახდინა იმჟამინდელმა პრემიერ–მინისტრმა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავლენა სახელმწიფო ბრალდებაზე – პროკურატურაზე, რომელიც, როგორც მმართველი გუნდი ირწმუნება, პოლიტიკური გავლენისგან თავსიუფალია. 

„ბატონი ირაკლის [ირაკლი ღარიბაშვილი] დამსახურებაა, რომ დღეს აქ [პარლამენტში] ვზივარ და არა ციხეში“,– აღნიშნა კვიციანმა. 

ცნობისთვის: ემზარ კვიციანი, რომელიც 2014 წლის 28 თებერვალს თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს,  პატიმრობიდან 2015 წელს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მას უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში  12–წლიანი მსჯავრი ჰქონდა დადებული სსკ–ის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. როგორც მაშინ კვიციანის ადვოკატმა განმარტა, მხარეები საპროცესო გარიგების პირობებში შეთანხმდნენ 11–თვიან პატიმრობაზე. ეს ის დრო იყო, რაც კვიციანი დაკავების შემდეგ დაჰყო საპატიმროში. მაშინ პროკურატურას არ განუმარტავს, რა საფუძვლით გადაწყვიტა საქალაქო სასამართლოში მოგებულ საქმეზე სააპელაციო სასამართკლოში საპროცესო გარიგების გაფორმება, იყო თუ არა იმ დროისთვის სასჯელის მიზნები მიღწეული და პატიმრობის 11–თვიანი ვადა იყო თუ არა ადეკვატური დანაშაულთან, რომლის ჩადენასაც გამოძიება კვიციანს ჯერ წინა ხელისუფლების პირობებში ედავებოდა, შემდეგ კი ეს დავა ახალი ხელიუფლების პირობებში გაგრძელდა და განაჩენიც დადგა. ყოველ შემთხვევაში, გამოიებას კვიციანისთვის აღნიშნული ორი ბრალდება არ მოუხსნია და მის მტკიცებას სასამართლოშიც განაგრძობდა, კვიციანთან საპროცესო გარიგება ისე შედგა და მან ისე დატოვა საპატიმრო, რომ ბრალდება არ უღიარებია.   

შეგახსენებთ, რომ ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში გადადგა და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა. რუსეთიდან ის 2014 წელს დაბრუნდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთი რუსეთს პრეტენზიებს უყენებს, კრემლი კი რეგიონში გართულებებს პროგნოზირებს