ზუგდიდში ჟურნალისტი დააკავეს

ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ჟურნალისტი, presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს“, –   აცხადებენ  შსს-ს პრესსამსახურში.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მისი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობენ.  

"ამას დაკავებას ვერ დავარქმევ, ეს იყო გატაცევა. ვერ ვპოულობთ სად არის",– განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი ფოთში ჰყავთ გადაყვანილი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp