"რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები იყენებენ სხვადასხვა პროცესს, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას განცხადებით, „რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები სხვადასხვა პროცესს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის პროცესს იყენებენ, რათა გაზარდონ ზეწოლა საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე“. ამის შესახებ დარსალიამ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ რუსეთის პარლამენტისთვის მიმართვასთანდაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესები ცალსახად მიმართულია ვითარების შემდგომი დაძაბვისკენ.

„მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი და ხაზი უნდა გაესვას, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტზე, რეალურად თუ ვინმეს ეკისრება პასუხისმგებლობა იქ არსებულ ვითარებაზე, ეს არის რუსეთის ფედერაცია და რუსეთის ფედერაციას ეკისრება პასუხისმგებლობა ვითარების შემდგომი ესკალაციასა და დაძაბულობაზე.

გუშინ იყო ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა და შემდგომი შეხვედრა არის ჩანიშნული მომავალ კვირას. ამაზე ალბათ შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განცხადებას. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ყველა ეს პროცესი, უკანონო ბორდერიზაციის პროცესი იქნება თუ სხვა, ცალსახად ემსახურება საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას“, – განაცხადა დარსალიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს