რა გეგმა აქვს პრემიერობის კანდიდატს ლართან დაკავშირებით

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას ლარის კურსის დრამატულ გაუფასურებაზე ისაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, შეასრულონ საკუთარი ფუნქციები და უნდა შეძლონ,როგორც მინინუმ,  პროგნოზირებადი და რბილი გახდეს ლარის კურსის მერყეობა.

მისი თქმით, ეს შესაძლებელია, თუმცა პატარა და ღია ეკონომიკის პირობებში, დიდი შრომა იქნება გასაწევი.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პატარა და ღია ეკონომიკა. ლარის კურსის მერყეობა არის ის შემადგენელი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებილი არა მხოლოდ ჩვენს ეკონომიკასთან, არამედ იმასთან, რაც ხდება ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლარის კურსი ასე უნდა მერყეობდეს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ლარის გაუფასურებას აქვს რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეფექტი, როგორც ჩვენს მოსახლეობაზე, ასევე ჩვენს ეკონომიკაზე და პირველ რიგში ეს არის ფიზიკური პირები და კომპანიები, რომლებსაც სესხი აქვთ უცხოურ ვალუტაში. ლარის გაუფასურების პირობებში ეს ადამიანები პრდაპირი შოკის და სციალური რისკის ქვეშ დგებიან, რაც პირდაპირი მოტივია ჩვენთვის, რომ გავაგრძელოთ ლარიზაციის პროცესი. ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია. მეორე ნაწილი, რაზეც ლარის გაუფასურება ახდენს გავლენას, ეს ფასებია და აქ კიდევ უფრო მეტ სოციალურ რისკებს ვიღებთ. ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც კონცენტრირებული უნდა იყოს როგორც მთავრობის, ისე ეროვნული ბანკის და მათი პარტნიორების ძირითადი მზინები. ჩვენ ეროვნულ ბანკთან მაქსიმალური კოორდინაციით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა. როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე მთავრობამ თავიანთი ძირითადი ფუნქციები უნდა შეასრულონ და ჩვენ უნდა შევძლოთ, როგორც მინიმუმ, პროგნოზირებადი და რბილი გავხადოთ ლარის კურსის მერყეობა. ამისთვის ჩვენ ყვლაფერს გავაკეთებთ და ვიმეორებ, ეს შესაძლებელია. ჩვენ პატარა და ღია ეკონომიკა ვართ და ძალზედ ბევრი შრომა მოგვიწევს“,– განაცხადა გახარიამ.   

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა