პუტინსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პატიმრების გაცვლის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. კრემლის პრეს–სამსახურის ცნობით, საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა და ვოლოდიმერ ზელენსკიმ დადებითად შეაფასეს უკრაინასა და რუსეთში დაკავებული პირების გათავისუფლება და გადაცემა.

"უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტებმა  აღნიშნეს ამ აქციის ჰუმანიტარული ასპექტი, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებასა და გაჯანსაღებისთვის",– ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამასთან, როგორც კრემლის პრეს–სამსახური იუწყება, სატელეფონო საუბრისას პუტინი და ზელენსკი მომავალში კონტაქტების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ და აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია