"ინაშვილმა კონტრაქცია დააანონსა... ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას!"

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. 

როგორც ბერძენიშვილი წერს, მას დეპუტატი ემზარ კვიციანი ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა სამართალდამცველბს აღნიშნულზე რეაგირება არ მოუხდენიათ. 

"ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია. პასუხი არ გავეცი და პოლიციას მოვუწოდე დაეკავებინა. არ დააკავეს. ისევ დამარტყა. ისევ არ გავეცი, ისევ მოვუწოდე, ისევ არ დაკავეს და ისევ დამარტყა. ეხლა ინაშვილმა პარლამენტთან კონტრაქცია დააანონსა და ან პოლიცია იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ან ჩვენ თვითონ დავიცავთ საკუთარ უსაფრთხოებას და ღირსებას! ესეთი ქვეყანა გვაქვს ამ წუთებში" - წერს ბერძენიშვილი. 

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანი პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, მიმდინარეობს ფაქტის შესწავლა და კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

„მოხდა ინციდენტი. როგორც კი გავერკვევით, მივცემთ სამართლებრივ შეფასებას. პოლიცია დროულად ჩაერთო.  მხარეები განრიდებული არიან. ყველაფერს დავაფიქსირებთ და სამართლებრივ შეფასებას მივცემთ. გაცნობებთ ყველაფერს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთ შესასვლელთან სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს და სასტვენების დახმარებით პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას დასცინის, რადგან 20 ივნისის ღამის შემდეგ, გიორგი გახარიას შსს-ს მინისტრის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის ნაცვლად დღეს ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია.

პარლამენტში დღეს პლენარული სხდომა იმართება, რომელზეც კანონმდებლები მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ