რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი- ისტორია“ გაიხსნა

7 სექტემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით  ცენტრში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მხარდაჭერით  და დაფინანსებით გაიხსნა  სეზონური სკოლა  „ტაო-კლარჯეთი - ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები“. სკოლის გახსნას დაესწრნენ  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი  ზვიად გაბისონია, გენერალური დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშია. ზვიად გაბისონიამ   ისაუბრა ფონდის მიერ ტაო-კლარჯეთის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ეროვნულ  და სამეცნიერო მნიშვნელობაზე, მან  სეზონური სკოლის  მონაწილეებს წარმატება უსურვა. 

მონაწილეებს, დამსწრე აუდიტორიას  სიტყვით მიმართეს პროექტის ხელმძღვანელმა,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეკატერინე  გედევანიშვილმა,თანახელმძღვანელმა,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა,    ირინა გივიაშვილმა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორმა, თამარ ბელაშვილმა, პროფესორმა,  დოქტორმა გერჰარდ ვოლფმა- 

მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორმა  და  პროფესორმა,  დოქტორმა,  მიქელე ბაჩიმ -  ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია. სეზონური სკოლის მთავარი მიზანია, პროგრამის მონაწილეებს ადგილზე გააცნოს ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი მოძრავი და უძრავი ძეგლები, წარმოაჩინოს მათი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიის, ქართული ხელოვნების, ბიზანტიური და რეგიონალური (კავკასია, ისლამური ანატოლია) კულტურის კონტექსტში.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
iOS 13-ის განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა შექმნა