დავით ჭიჭინაძე: "ხალხს მიკროავტობუსებით ეზიადებიან"

ჭიათურაში არჩევნები მაღაროელების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. რეგიონში ჩავიდა დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

" არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის, ახლაც არის ამოქმედებული ადმინისტრაციული რესურსი: უბნებზე ბევრი პოლიციაა, სოფლებში ხალხს მიკროავტობუსებით ეზიადებიან, ხალხს საარჩებნო უბნებზე მისვლას "უადვილებენ". დღეს "ქართულ ოცნებას" რეალურად მხარდაჭერა არ აქვს და თუ ჯადოქრულ მეთოდებს არ მიმართეს, მეორე ტური ყველგან გარანტირებულია",– განაცხადა ჭიჭინაძემ, რომელიც მხარს მერობის კანდიდატ ზურაბ კუპატაძეს უჭერს. 

ცნობისთვის: ჭიათურაში მერს ირჩევენ. ქალაქის მერობა 13 კანდიდატს სურს: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ირაკლი დემეტრაძე; “ქრისტიან‐დემოკრატიული მოძრაობა” - თეიმურაზ სამხარაძე; “თავისუფალი საქართველო” - ტატო ურუშაძე; “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - გიორგი ხაჭაპურიძე; “ახალი ქრისტიან‐დემოკრატები” - მზია სამხარაძე; “პოლიტიკური პლატფორმა ‐ ახალი საქართველო” - ანდრო მაღლაკელიძე; “თავისუფლება ‐ ზვიად გამსახურდიას გზა” - ზიტა ადამია; “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ირინა ცერცვაძე; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტია (ედპ)” - ალექსანდრე კეზევაძე; “ქრისტიან‐კონსერვატორები” - მანანა გოგიჩაძე; “ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო” - გივი მოდებაძე; საინიციატივო ჯგუფი - ზურაბ კუპატაძე; საინიციატივო ჯგუფი - დავით ჭუმბურიძე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp