მედია: „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი გარდაცვლილი იპოვეს

მოძრაობა „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი ალი ჰათუმი ბეირუთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ალი ჰათუმის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულია ლიბანის საგამოძიებო სამსახური. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მოძრაობა, ისრაელის შეიარაღებულ ძალებს კვირას, ბეირუთის გარეუბანში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაში სდებს ბრალს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლევან დავითაშვილმა ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით გამართულ ველომსვლელობაში მიიღო მონაწილეობა