"რუსეთმა დაიწყო თავისი მეორე და დამამთავრებელი ეტაპის განხორციელება"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთმა საქართველოში საკუთარი გეგმის შემდეგი ეტაპის განხორციელება დაიწყო. ასე ეხმიანება ის საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებას. 

“ივანიშვილმა თავისი ფუქცია შეასრულა, ეს იყო ქართველი ხალხი მოტყუება. როდესაც ივანიშვილის სიტყვების აღარავის სჯერა, რუსეთმა დაიწყო თავისი მეორე და დამამთავრებელი ეტაპის განხორციელება: ივანიშვილის ეტაპობრივი ჩანაცვლება პირდაპირი რუსული მმართველობით...

როდესაც სოხუმის დაცემის შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეები დაიძრნენ თბილისისკენ, შევარდნაძის ხელისუფლება რუსეთმა გადაარჩინა, თუმცა რუსეთის მოთხოვნა იყო კონკრეტული – დაენიშნა თავდაცვის, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. მაშინ რუსეთის მითითებით დანიშნეს იგორ გიორგაძე. როდესაც გიორგაძემ შეკრიბა უშიშროების თანამშრომლები, უთხრა, "ვერ შეირგეთ ლამაზი რუსი ქალის თეთრი მკერდი? ახლა გეჭიროთ ბინძური რუსული ...", რაც საჭიროა, ის". ზუსტად ასე გვეუბნება ივანიშვილი: "არ გინდათ ჩემი ხელისუფლება? ახლა გელოდებათ დარბევა, რეპრესიები და ა.შ.”, – აცხადებს სააკაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხელისუფლება ანალიზში შეცდა?