კვლევა: ხუთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმების შედეგად ხუთ პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა,– ამის შესახებ ინფორმაციას "მომხმარებელი.ჯე" ავრცელებს. 

"თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები და გავაგზავნეთ საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) ზოგიერთი საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად (ევროკავშირში არსებული მოთხოვნების შესაბამისად). 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ქვემოთ გთხოვთ გაეცნოთ შემოწმების შედეგებს და არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა (N. 5, 20 30,33,34)!",– იუწყება ორგანიზაცია. 

ლაბორატორიული შემოწმების ოქმები იხილეთ „ანალიზის შედეგში“ მოცემული ტექსტების ბმულების სახით.

ნომერიფოტოპროდუქტის დასახელებამწარმოებელი ფირმამწარმოებელი ქვეყანაშესყიდვის ადგილიანალიზის შედეგი
1

სახის საცხი "Biodermin40+"

Pharma Cosბელორუსია"სუფთა სახლი", ნუცუბიძის 183პარაბენები ნორმის ფარგლებში
2 სახის საცხი "NIVEA"Beiserdof Manufacuring Poznanპოლონეთი"კარფური", ცინცაძის 12პარაბენები და კონსერვანტები ნორმის ფარგლებში
3სახისა და ყელის ლოსიონი "Equate Beauty"Distributed by:Wal-Mart Stores, Inc.-"ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43აპარაბენები ნორმის ფარგლებში
4სახის საცხი "ჩისტაია ლინია", LLC Univer Rus.რუსეთი

"სუფთა სახლი", ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

პარაბენები ნორმის ფარგლებში
5

ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“

პარტიის N. 28R700

ვარგისიანობის ვადა: 07/21 

L'Oreal Coგერმანია"სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ადარღვევა - აკრძალული პარაბენები
6მათეთრებელი საცხი "QIANSOTO"GZ ZIDI Cosmetics Co. Ltdჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
7სახისა და ტანის საცხი "Belle Jardin"Belle Jardin Cosmetics UIპოლონეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
8სახის, ტანისა და ხელის საცხი "Fruit of the Wokali"Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufactureჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
9ოქროს კოლაგენის სახის რძე "DR. RASHEL"Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltd.ჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
10სახისა და ტანის სკრაბი "Washami"Shantou City Oulaia Cosmetics Co. Ltdჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები არ აღმოჩნდა
11თვალის საცხი "Perfect Gold"Shantou Luna Necessary Chemical Industry Co. Ltd Manufactureჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
12თვალის საცხი "QIANSOTO"QIANSOTOჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
13შამპუნი კერატინით "Washami"Shantou Jiali Biotechnology Co.Ltdჩინეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები არ აღმოჩნდა
14შამპუნი "Vatika"Naturelle LLCარაბეთის გაერთიანებული საემიროები"სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1აპარაბენები არ აღმოჩნდა
15შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის "SVOBODA"Svoboda Co.რუსეთი"გუდვილი", ქავთარაძის 1პარაბენები არ აღმოჩნდა
16თმის კონდიციონერი "Sunsilk"Unliever San.veTic. Turk. A.S. Buyukkayack Mah.თურქეთიშპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9პარაბენები არ აღმოჩნდა
17კონდინციონერი ნორმალური თმისთვის "Careline"CosmoPharmისრაელიშპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9პარაბენები ნორმის ფარგლებში
18შამპუნი მულტივიტამინი "Golrang"Pakshoo Industrial Groupირანიშპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9პარაბენები არ აღმოჩნდა
19შამპუნი "დამაშნი დოქტორ"Pharmaceutical Factory “Elfa”უკრაინაშპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61პარაბენები არ აღმოჩნდა
20

ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy"

გამოშვების თარიღი: 08.03.19

პარტიის N. 10:70

Quimi Romar S.L.Uესპანეთიშპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61არღვევა -აკრძალული პარაბენები
21შამპუნი "CLEAR"Unilever Rus. Ltd რუსეთიშპს "კოტე", ვაჟა-ფშაველას 61პარაბენები არ აღმოჩნდა
22შხაპის გელი "DEBA"Rubella Beauty AD EUშპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9პარაბენები არ აღმოჩნდა
23სახის საწმენდი რძე "MINDAL"Rosaimpex L.t.dბულგარეთიშპს "პალიტრა", ცაბაძის ქ. 8პარაბენები ნორმის ფარგლებში
24თმის ბალზამ-კონდიციონერი "Belle Jardin"Belle Jardin Cosmetics UIEUშპს "ძმები", თევდორე მღვდლის ქ 9პარაბენები ნორმის ფარგლებში
25შხაპის საცხი-გელიClever Companyრუსეთი"გუდვილი", ქავთარაძის 1პარაბენები არ აღმოჩნდა
26ტანის რძე "BECKON"Shantou Herbal-Hall Cosmetics Co.Ltdჩინეთი"ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43აპარაბენები არ აღმოჩნდა
27სახისა და დეკოლტეს ნიღაბი "ვიტექსი"Vitex Co.ბელორუსია"სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3კვარტალი, N. 73, კორპუსი 1აპარაბენები ნორმის ფარგლებში
28სახის ნიღაბი ოქროს კოლაგენით "DR. RASHEL"Guangzhou Steb Xujohn Bio Technique Co. Ltdჩინეთი"ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43აპარაბენები ნორმის ფარგლებში
29თმის ნიღაბი, შვრიის "Fito Cosmetics"LLC Fitocosmeticsრუსეთი"სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1აპარაბენები ნორმის ფარგლებში
30

თმის საღებავი "CLAIROL"

პარტიის N. 0267030300

Distr. By/par Procter&Gamble, Cincinatiმექსიკა"ნავნე", ყაზბეგის გამზ. 43ადარღვევა - აკრძალული პარაბენები
31შავი ხნა "Herbul"Government Recognised Export Houseინდოეთი"სუფთა სახლი",ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტალი, N. 73, კორპუსი 1ა

კონსერვანტები ნორმის ფარგლებში

პარაბენები არ აღმოჩნდა

32წამწამების ტუში "MAX FACTOR"Mascara შპს "პალიტრა", ცაბაძის 8ბარიუმი არ აღმოჩნდა
33

თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline

შტრიხკოდის N. 5902082520757

Bell CosmeticsEU

"სუფთა სახლი", ყაზბეგის 24ა


დარღვევა - აკრძალული პარაბენები
34

ფრჩხილის ლაქი "Olivia"

გამოშვების თარიღი: 14.05.2019

Orkide Cosmeticsთურქეთიშპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

დარღვევა - აკრძალული პარაბენები

ბარიუმი ნორმის ფარგლებში

35ფრჩხილის ლაქი "Flomar"Kosan Kaz.San. ve Tic A.S.G.O.S.Bთურქეთიშპს "ძმები", თევდორე მღვდლის 9

პარაბენები ნორმის ფარგლებში

ბარიუმი არ აღმოჩნდა


როგორც განიმარტა, ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის.   

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად.  

დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.

საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნები 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის სახით მოქმედებს, არ ითვალისწინებს ბოლო 18 წლის მანძილზე წარმოშობილ, თუ გამოვლენილ საფრთხეებს. ჩვენი ინფორმაციით საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის შესამოწმებლად. ამ პირობებში, რთული სათქმელია, რამდენადაა შესაძლებელი ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტზე დაყრდნობა.  ამავე დროს, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის მაკონტროლებელი უწყება - სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუაში გაუქმდა. 

ამგვარად, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს.

მოცემული კვლევით კიდევ ერთხელ შევახსენებთ ხელისუფლებასა და მთლიანად საზოგადოებას ამ პრობლემის შესახებ და მოვითხოვთ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად!  

კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები მთავრობაში, პარლამენტში და შესაბამის მეწარმეებთან, რომელთა იდენტიფიცირებაც მოხერხდა:  

ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.

  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ