დაკავებული ჟურნალისტი გათავისუფლდა: "ეს ალბათ, გახარიას პირადი შურისძიება იყო"

დაკავებული ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე პატიმრობიდან გათავისიუფლდა. როგორც კაპანაძე ამბობს, პოლიციას მისი დაკავების საფუძველი არ ჰქონდა, ხოლო დაკავების რეალური მოტივი მისი ვარაუდით, ჟურნალისტის "განეიტრალება" და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა იყო. 

"ალბათ, ეს გახარიას პირადი შურისძიება ოყო",– აცხადებს კაპანაძე.

მისი თქმით, ჟურნალისტებს პოლიციელები უწყობენ პროვოკაციებს.

"თურმე მე ვარღვევ წესრიგს და არ დავემორჩილე პოლიციას. სამწუხაროდ, გახარიამ კრიმინალებად ჩამოაყალიბა პოლიციის თანამშრომლები. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პოლიციის პოლიტიზება არ შეიძლება. ცხადია, გამომიშვეს, რადგან ჩემი დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ და ვერც ექნებოდათ".

ცნობისთვის: კაპანაძე პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში დააკავეს. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp