რას ელის ბიზნესი ახალი პრემიერისგან – ჩოჩელის კომენტარი

დღეიდან მინისტრთა კაბინეტი მუშაობას მთავრობის ახალი მეთაურის პირობებში შეუდგა. თანამდებობა ოფიციალურად გიორგი გახარიამ გუშინ ჩაიბარა, როდესაც პარლამენტმა მას 98 ხმით გამოუცხადა ნდობა. გახარიას განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაცია იქნება სწრაფი და ეფექტური, ხოლო თუ აქ ჩავარდნები იყო, ის გამოსწორდება. 

ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელს მასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს. 

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი ნაცნობობა გიორგი გახარიასთან ძირითადად ბიზნესომბუდსმენობის პერიოდს უკავშირდება, ჩემი აზრით, მისი მხრიდან ზოგადად ბიზნესთან და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით დადებითი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული,“ - განაცხადა, BM.GE–ს ცნობით, ცეზარ ჩოჩელმა.

როგორც ჩოჩელი აღნიშნავს, ბიზნესისთვის ამჟამად ბიუროკრატია და ლარის კურსი ის პრობლემური საკითხებია, რაზეც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.

„მიმაჩნია, რომ ახალ პრემიერს ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაცია ექნება, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად ესმის ბიზნესის მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ეფექტური ბიზნესომბუდსმენი იყო და ძირითადად იმ პრობლემური საკითხების გადაჭრით იყო დაკავებული, რაც იმ პერიოდში  ბიზნესს გააჩნდა.

ვფიქრობ, რომ იმ გამოცდილებიდან, რაც მას გააჩნია, ბიზნესთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ექნება“ - განაცხადა ჩოჩელმა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
„პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს: „უნდა შევთანხმდეთ მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის მისაღებ სქემაზე“