იქნებიან თუ არა მერაბიშვილი და კვირიკაშვილი ხაზარაძის გვერდით – TBC–ს დამფუძნებლის კომენტარი

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ 9 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაახლოებით ორ დღეში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუზნების დეტალები გახდება ცნობილი და ასევე უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებაც. მედია დაინტერესდა, იხილავს თუ არა საზოგადოება ხაზარაძის გვერდით ყოფილ პრემიერ–მინისტრებს გიორგი კვირიკაშვილსა და ვანო მერაბივილს. დღეს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილი პოლიტიკურად გააქტიურებას გეგმავს, თუმცა უცნობია, რომელ პარტიაში ხედავს ის თავსის მომავალს. 

"გიორგი კვირიკაშვილთან არ გვქონია კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც იცით, გიორგი წავიდა პოლიტიკიდან, იგი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და მასთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია. ვანო მერაბიშვილთან ჩვენ არასდროს არანაირი კავშირი არ გვქონია",– განაცხადა ხაზარაძემ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა