აფხაზეთის “საპრეზიდენტო არჩევნებში” გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცსკ-მ ე.წ. საპრეზიდენტო  არჩევნებში გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. 

მისი ინფორმაციით, სულ “არჩევნებში” 83 883 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც მათი საერთო რაოდენობის 65,98%-ს შეადგენს. 


ოპოზიციონერ კანდიდატს, პარტია “ამცახარას” ლიდერ ალხას კვიცინიას 38 742 ამომრჩეველმა (46,19%) მისცა ხმა, მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას - 39 741-მა (47,38%), ხოლო ყველა კანდიატის წინააღმდეგ – 3154-მა. გაფუჭებულად 2246 ბიულეტენი გამოცხადდა.

«აფხაზეთის პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა ცხადდება არჩეულად», - განაცხადა დე ფაქტო ცსკ-ის თავმჯდომარემ თამაზ გოგიამ.

ცნობისთვის: 8 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების II ტური ტარდებოდა. 

ოპოზიცია ე.წ. არჩევნების შედეგებს არ სცნობს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მატროსოვის ციხე არ "დააბოქლომონ" და დანარჩენს ავიტანთ“