ნარმანია და რულოვსი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სოფელ კოკში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი და თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანი ერთმანეთს სიტყვიერად სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საარჩევნო უბანზე, რომელიც სკოლაშია განთავსებული, გაერთიანებული ოპოზიციის კომისიის წევრი გამოაძევეს. სწორედ ეს ფაქტი გააპროტესტა სანდრა რულოვსმა.

„თქვენთვის ხომ მთავარია, რომ ჩვენები შიგნით არ იყვნენ და თქვენ გააკეთოთ, რაც გინდათ, ოქმში დაწერ, რაც გინდა,“ - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის კრიტიკას  დავით ნარმანიამ უპასუხა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდობიანად. ჩემი სკოლაა, ეს სკოლა მე დავამთავრე,“ - განაცხადა ნარმანიამ.

სანდრა რულოვსმა ნარმანიას უპასუხა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას 7 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია და ამისთვის მოსახლეობა პასუხს არჩევნებზე გასცემს.

„მარტო ნეგატივზე გაქვთ მთელი კამპანია აგებული, არაფერი არ გაკეთდა 7 წელიწადი და ამიტომ მიიღებთ შედეგს, რაც საღამოს იქნება, კოკშიც და ყველგან. თქვენი მერობისგან არ ავიღებ მაგალითს,“ - განაცხადა რულოვსმა.

ცნობისთვის: დღეს ზუგდიდელები მერს ირჩევენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp