კალაძე: "თუ ენერგეტიკა ცალკე სამინისტროდ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები"

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ დაბრუნება მისასალმებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროს გაყოფის შესაძლებლობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დარგი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

„ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქვეყნისთვის. მე მაშინაც ვეწინააღმდეგებოდი, როცა ერთიანდებოდა, თუმცა ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. თუ გამოიყოფა, მე ამას მივესალმები. ვიმეორებ, ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება