ბრაიზა – გახარიაზე: "ვინც თვალყურს ადევნებს მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი"

მსმენია, რომ გიორგი გახარია ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს მთავრობის მართვას თავს ყოველდღიურობაში, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

„მე არასდროს შევხვედრივარ მას, მაგრამ მსმენია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს მთავრობის მართვას თავს ყოველდღიურობაში, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ, შესაძლოა, არაა დიდი რაოდენობა, მაგრამ ისინი სარგებლობენ საკუთარი შეკრების, გამოხატვის უფლებით და მათთვის ეს მიუღებელია, რომ ყოფილი შს მინისტრი გახდა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ამ საკითხში აშშ არ არის ჩართული. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა გარკევული როლი „ვარდების რევოლუციაში“, მაგრამ – არა. როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ცვლილებები, ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ“,- განაცხადა ბრაიზამ.

ამასთან, მეთიუ ბრაიზას თქმით, საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ნატო-ს წევრი.

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა გაკვეთილი, გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორ იყოს წარმოდგენილი საქართველო ამერიკის დღის წესრიგში სტრატეგიულად. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს გაძლიერებაში და იმ მომენტისთვის მომზადებაში, როდესაც ნატო იტყვის – გაწევრიანების დროა.

ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლებს ახსენებენ 2007 წლის ნოემბერს, როცა ანალოგიური გამოწვევები და შესაძლოა, შეცდომები იქნა დაშვებული. მთავარი გზავნილი ამ მთავრობისთვის არის, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.

საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ყოველთვის ვბრუნდებით უკან მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველოს სიძლიერე და წარმატება არის ჩვენი სიძლიერე და წარმატება“,- განაცხადა ბრაიზამ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა