თურნავა: "კარგი იქნებოდა, წელს ანაკლიის ინვესტიცია მიგვეღო, სტატისტიკას წაადგებოდა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის ინვესტიცია თუ წელს განხორციელდებოდა, უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას მნიშვნელოვნად წაადგებოდა. ცნობილია, რომ 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

"მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა," - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება ანაკლიის პორტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორები მთავრობისგან რვა მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ, მათ შორის კი ყველაზე სადაო ტვირთების ღირებულების დაზღვევაა მთავრობის მხრიდან. საუბარია მოკლევადიან სესხზე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა