ამერიკელი დიპლომატი: "ნუ გადადებთ ანაკლიის პორტის პროექტის დასრულებას"

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს მოუწოდებს, ნუ გადადებს ანაკლიის რრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულებას. ამის შესახებ მან თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მე ზუსტად იგივე პოზიციაზე ვარ, რომელიც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჰქონდა და რომელზეც მან ისაუბრა შარშან ივნისში, აშშ-ში, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. ეს არის მნიშვნელოვანი, ისტორიული შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუ გავითვალიწინებთ საქართველოს გეოგრაფიას, ვაჭრობის დიდ ტრადიციას, ჭკვიან და განათლებულ მოსახლეობას, რომელსაც სჭირდება ანაკლიის პორტი. საქართველოს მოსახლეობა მიიღებს მნიშვნელოვან სარგებელს ამ პორტისგან. წარმატებული შეთანხმება, რომელშიც მონაწილეობს აშშ, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები და ფინანსური ინსტიტუტები, იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს ეკონომიკა და დემოკრატია აქტიურია. ეს იქნება სიგნალი მათთვის ვინც საქართველოსთვის პროგრესის შეჩერებას, ხელის შეშლას და დასავლური ორიენტაციის შეცვლას ცდილობს. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომელიც იქნება რუსეთისა და ჩინეთის ზეგავლენისგან დამოუკიდებელი. ეს რჩება ისტორიულ შესაძლებლობად. არსებობს გაწერილი კალენდარი ამ პროექტის დასასრულებლად და არ გადადოთ. გამოიყენეთ ეს შანსი. გაუსვით ხაზი, საქართველოში არსებულ ბინზესგარემოს და საინვესტიციო კლიმატის სიძლიერეს და გაავრცელეთ ეს გზავნილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ ველოდებით პროგრესს ამ კუთხით და ყველა იმ ელემენტში, რაც აძლიერებს საქართველოს ერთგულებას და ხაზს უსვამს ღირებულებებს, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას და ასევე ევროატლტანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას“, – განაცხადა რიკერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კომო თუ თბილისი – პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილში ამხილეს? [ფოტო]