სამოქალაქო ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

სამოქალაქო ორგანიზაციები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, შეინარჩუნონ ინტერესი საქართველოს მიმართ.

საგანგებო მიმართვაში, რომელსაც ხელს 17 ორგანიზაცია აწერს, სამოქალაქო ორგანიზაციები გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით.

„შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენებით, კერძოდ, ძალაუფლების მაქსიმალური კონცენტრაციით მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში, რის გამოც დარღვეულია ძალაუფლების დანაწილების ბალანსი და ინსტიტუციების სიცოცხლისუნარიანობა. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, - აღნიშნულია მიმართვაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მიმართვის თანახმად, ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვით ცდილობენ, საქართველოს მეგობრების ყურადღება ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლისა და სახელმწიფოს მიტაცების მხრივ არსებული სავალალო მდგომარეობისაკენ მიაპყრონ:

ჩვენი თხოვნა იქნება, შეინარჩუნოთ საქართველოს მიმართ ინტერესი და ჩართულობა, რათა ვაიძულოთ ქვეყნის ხელმძღვანელობა განახორციელოს იმგვარი დემოკრატიული ცვლილებები, რომლებიც თანხვედრაში იქნება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანთან“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა მოსახლეობის აღქმით