ფილიპ რიკერი: "მედიაპლურალიზმი საქართველოსა და აშშ-ს შორის საერთო ღირებულებების საფუძველია"

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელის ფილიპ რიკერის განცხადებით, „მედიაპლურალიზმი ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და ფუნდამენტია იმ ღირებულებებისა, რაც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს". 

ეს განცხადება მოჰყვა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ფილიპ რიკერს ჰკითხეს, უჩნდება თუ არა აშშ-ს შეკითხვები მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან საუბარს.

„მხარს ვუჭერთ როგორც საქართველოში, ასევე ნებისმიერ ქვეყანაში ისეთ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც ღიაა პლურალიზმისთვის. მედიაპლურალიზმი არის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი და ფუნდამენტი იმ ღირებულებებისა, რაც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პოლიტიკა განხორციელდეს იმ პასუხისმგებლობით, რომ ამგვარი პირობები იქნას შექმნილი ქვეყანაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე ახლოვდება საარჩევნო წელი“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია