"მთავარმა არხმა" მაუწყებლობა დაიწყო

"რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული "მთავარი არხი" ეთერშია. ტელევიზიამ მაუწყებლობა როგორც დაანონსებული იყო 9 სექტემბერს 21:00 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარ საინფორმაციოს დიანა ჯოჯუა და პაატა იაკობაშვილი წაიყვანენ. ამის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ტოჯ-შოუ გავა, რომელსაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.

"მაგთის" ტელევიზიაში "მთავარი არხის" პოვნა შეგიძლიათ 55-ე ღილაკზე; "მაგთისატი" – 112-ე ღილაკზე; "სილქნეტი" – 281-ე ღილაკზე; სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკზე. სხვა ოპერატორების აბონენტებმა მთავარი არხის სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი-ბათუმის ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელი 23 სექტემბრიდან რეისიდან იხსნება - მოქალაქეებს ბილეთის საფასური აუნაზღაურდებათ