ცხინვალმა დე ფაქტო საზღვარი განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, "საქართველოსთან საზღვარი ვითარების ნორმალიზებამდე არ გაიხსნება“. ამის შესახებ მის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.   

„ოფიციალური თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების რიგ მონაკვეთებზე დაძაბულობის ესკალაციასა და მისგან გამომდინარე საზღვრისპირა ზონაში ოპერატიული ვითარების დამძიმებასთან დაკავშირებით  გამშვები პუნქტების მუშაობა დროებით შეჩერებულია. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა მიზნით შეწყვეტილია გადაადგილება რაზდახანისა და სინაგურის [ოსური სახელწოდებები] საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე. აღნიშნული პუნქტების მუშაობა ვითარების ნორმალიზების შემდეგ განახლდება“, – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. 

ცნობისთვის: დე ფაქტო საზღვარზე არსებული გადასასვლელები რამდენიმე დღის წინ დაიხურა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ტუსკმა რუსეთს „ევროპის სტრატეგიული პრობლემა“ უწოდა