გოგი წულაია:"თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ"

ზესტაფონის 51-ე საოლქო კომისიასთან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აქცია მიმდინარეობს.

პარტიის ლიდერი კახა კუკავა და მერობის კანდიდატი გოგი წულაია შენობასთან პარტიის კოორდინატორებათან ერთად მივიდნენ. წულაიას განცხადებით, მათ დამკვირვებლები პროტესტის ნიშნად ყველა უბნიდან მოხსნეს, თუმცა მათი ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

წულაია ვარაუდობს, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„წინასაარჩევნო პერიოდში მე ვნახე, როგორ გვიჭერს მხარს მოსახლეობა, მე არ მაინტერესებს, რას დაწერს ცესკო, მე თავს მერად ვაცხადებ და როდესაც დავჭირდები ზესტაფონელებს მათ გვერდით ვიქნები. დაშინება დაიწყო. ჩემი კოორდიანტორების ნაწილი აღარ მეკონტაქტება და ტელეფონები გათიშეს. დაშინებული ადამიანები ვერ საუბრობენ და მე ვისაუბრებ მათ ნაცვალად. არ გაუვათ გაყალბება და დავიცავთ ხმებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

კახა კუკავას თქმით, მოსალოდნელია მეორე ტური, სადაც მის კანდიდატს გადასვლის დიდი შანსი აქვს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp