კალაძე – "დოიჩე ველეს" სტატიაზე: „ეს იყო შეკვეთილი"

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, „დოიჩე ველემ" საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე შეკვეთილი სტატია გამოაქვეყნა. ამის შესახებ მან თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. 

კალაძე ამბობს, რომ მას მსგავსი დასკვნის შესაძლებლობას სტატიის შინაარსი აძლევს. 

„ეს იყო შეკვეთილი სტატია. ეს აშკარა არის. ეს იკვეთება იმ შინაარსისგან, რაც არის მიწოდებული, თუმცა, შემდეგ მოხდა მათი მხრიდან განმარტებები. ჩვენ ბევრი გვინახავს ასეთი შეკვეთილი სტატიები, ეს პირველი არ არის და ალბათ არც უკანასკნელი",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „დოიჩე ველემ" გუშინ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ნახსენებია, როგორც „რუსეთის კაცი“.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია