დავით ნარმანიას სემეკ-ის თავმჯდომარეობა სურს

სემეკ-ის მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილება 16 სექტემბერს იწურება და ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს ირინა მილორავას.  მთავრობამ პრეზიდენტთან შეთანხმებით აღნიშნულ პოსტზე კანდიდატი უნდა წარადგინოს, რომელსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

როგორც თბილისის ყოფილი მერი, სემეკი–ს წევრი დავით ნარმანია აცხადებს, თუ მის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის მზად არის სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს.

როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა საკითხზე კონსულტაციები მიმდინარობს. დავით ნარმანია ამჟამად სემეკ-ის წევრია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, რა გადაწყვეტილება იქნება, მოგვიანებით გახდება ცნობილი. უმრავლესობასთან მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ გადაწყვეტილებას.

იმ შემთხვევაში, თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, მე მზად ვარ, რომ გავუძღვე მარეგულირებელი კომისიის საქმიანობას",-განაცხადა ნარმანიამ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება