რასმუსენს საქართველოს ხელისუფლებასთან რეკომენდაციები აქვს

ნატო–ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, საქართველო საარჩევნო წელს უახლოვდება და მნიშვნელოვანია, აღიკვეთოს არჩევნებში რუსეთის ჩარევა. ამასთან მას ხელისუფლებასთან რიგი რეკომენდაციები აქვს.  

"საქართველო უახლოვდება არჩევნებს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რათა გადაწყდეს, ვინ შევა პარლამენტში, ვინ მართავს ქვეყანას. უნდა დავაკვირდეთ, რათა აღვკვეთოთ რუსეთის ჩარევა არჩევნებში; ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს აშკარა მზაობა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით; კანონის უზენაესობისთვის მნიშვნელოანია გამოხატვის თავისუფლების გარანტიები და ასევე უმცირესობების უფლებების დაცვა. თუ ეს მთავრობა ამ პრინციპებს დაიცავს, მაშინ ეს იქნება აშკარა გზავნილი პარტნიორებისთვის, რომ საქართველო სწორ გზაზეა დემოკრატიისკენ",– განუცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა რასმუსენმა ჟურნალისტებს.  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: რაში ხარჯავენ საქართველოს მოქალაქეები შემოსავალს და როგორია ეკონომიკური მდგომარეობა