რასმუსენი– ნატო–ს მეხუთე მუხლზე: "გარკვეული ჯგუფები ამ იდეის ექსპლუატაციას შეეცდებიან"

ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გადაწყვეტს, გაწევრიანდეს ნატო–ში ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის გარკვეული ჯგუფები ამ იდეის ექსპლუატაციას შეეცდებიან

რასმუსენის განცხადებით, ეს ნაბიჯი მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება და ამის შემდეგ გაწევრიანების შესახებ დისკურსი გაგრძელდება. 

"მომდევნო ნაბიჯი ნატო–ში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, იყოს, რამდენადაა მისაღები საქართველოსთვის, შევიდეს ნატო–ში პირველ ეტაპზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე.  ანუ საქართველოში შედის ნატო–ში და მეხუთე მუხლი ფარავს მხოლოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას. ეს შესაძლოა, სარისკო გზაა და გარკვეული ჯგუფები ამ იდეის ექსპლუატაციას შეეცდებიან, მაგრამ იცით, რომ ეს არის მთავარი არგუმენტი საქართველოს წინაამდეგ ნატო–სკენ სავალ გზაზე. პირველ ეტაპზე მეხუთე მუხლი არ დაფარავს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ამის შემდგომ გაწევრიანების დისკურსი გაგრძელდება. თუმცა ეს საქართველომ უნდა გადაწყვიტოს",– განუცხადა ჟურნალისტებს თბილისში ვიზიტით მყოფმა რასმუსენმა. 

საკითხზე კომენტარი გააკეთა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გია ვოლსკიმ: 

"იცით, სადაო თემაა. არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. ეს საზოგადოების საერთო კონსენსუსი უნდა იყოს, დამატებით კომენტარებს და განმარტებებს საჭიროებს. ამ ტერიტორიებზე ვერც ჩვენ და ვერცერთი პოლიტიკური ძალა უარს ვერ იტყვის, არ იტყვის, რადგან ისტორიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ სვლაა, რაც არავის გამოადგება. დარწმუნებული ვარ, ემოციურად ყველა ასეა განწყობილი, რომელ პოლიტიკურ ფლანგზეც არ უნდა იდგნენ. თუ ეს ამას უპირისპირდება, ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამ საკითხის მეორე მხარე არსებობს, როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოლაპარაკებებით მოვაგვარებთ. ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოს მიღება იმ ტერიტორიითა და იმ საზღვრებით უნდა მოხდეს, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ნატო ცნობს, მხარს უჭერს და ჩვენთან ერთად იღწვის, რომ ეს სამართლიანობა აღდგეს," - განაცხადა ვოლსკიმ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"