ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი უცნობი რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი უცნობი რაკეტა გაისროლა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ფრენის მანძილი 330 კილომეტრი იყო. ახლო რადიუსის რაკეტების გამოყენება დაადასტურა "როიტერის" წყარომ აშშ-ის მთავრობაში. იაპონიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რაკეტებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ.

ესუკვე მერვე გამოცდაა, რომელიც კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს შორის ივნისში გამართული შეხვედრის შემდეგ. ახლახან ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფხენიანი მზადაა, სექტემბრის ბოლოს ახალი მოლაპარაკებები გამართოს დენუკლეარიზაციის შესახებ.

აშშ-ის ექსპერტების ვარაუდით, ფხენიანი რაკეტების ამ გამოცდებით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ვაშინგტონზე კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის თაობაზე უშედეგო მოლაპარაკებების ფონზე. 

დენუკლეარიზაცია ითვალისწინებს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის სრულ შეწყვეტას და, სანაცვლოდ, ფხენიანის მიმართ აშშ-ის ყველა სანქციის მოხსნას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა