პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია წარედგინა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.

„გვაქვს სამდღიანი ვადა, რა ვადაშიც უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და შესაბამისად, უზრუნველვყოთ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა, რათა სამუშაო ჯგუფმა მოახდინოს შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით განსაზღვრა, შეესაბამება თუ არა კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობით მოთხოვნილ ინფორმაციას. ჯგუფს ხელშემწყობი ფუნქცია აქვს კომიტეტისთვის, კომიტეტია აქ წამყვანი. ამის შემდგომ, პარალელურ რეჟიმში, ერთი კვირის ვადაში გვაქვს ვალდებულება, რომ კომიტეტის წევრებს დავურიგოთ ინფორმაცია, რაც კომიტეტში გვაქვს წარმოდგენილი. თუ პარლამენტის წევრი მოგვმართავს თხოვნით და ექნება სურვილი, რომ გაეცნოს ამ ინფორმაციას, რაც წარედგინა იურიდიულ კომიტეტს, ჩვენ უზრუნველვყოფთ პარლამენტის თითოეული წევრისთვის ამ ინფორმაციის გაზიარებას, რაც იქნება მოთხოვნილი“,-განაცხადა იურისიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო 20-კაციანი სია 4 სექტემბერს შეარჩია. უზენაესი სასამართლოს მოსმართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტის წინაშე განსახივლელად ნომინირებული იქნენ შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე; გოჩა ჯეირანაშვილი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მომავალმა პარლამენტმა უნდა გააუქმოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოები და მათ ნაცვლად უნდა შექმნას ერთი სასამართლო"