საქართველო საზღვართან ერთი საათის განმავლობაში მიწისძვრა ექვსჯერ მოხდა

საქართველოს საზღვართან ერთი საათის განმავლობაში ექვსი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი საქართველო–სომხეთის საზღვრიდან 6–7 და 8 კილომეტრის მოშორებით იყო. პირველ ჯერზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,2 მაგნიტუდა შეადგინა, მეორე ჯერზე – 4,3 მაგნიტუდა, მესამედ – 3,6, მეოთხე ჯერზე – 3,8 მაგნიტუდა, მეხუთედ – 3,7, ხოლო მეექვსე ჯერზე, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა – 3,4.

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს დედაქალაქშიც იგრძნობოდა.

სომხური მედიის ცნობით, ეპიცენტრი სოფელ ბავრასთან იყო, სადაც მოსახლეობა შეშინებულია, თუმცა მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

იხილეთ ასევე: ძლიერი მიწისძვრა სომხეთში – ქვეყანაში 30–მდე განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება