ტრამპმა ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი. ამის შესახებ თავად ტრამპმა „ტვიტერში“ დაწერა.

„გუშინ საღამოს ჯონ ბოლტონის ინფორმირება მოვახდინე იმის შესახებ, რომ მისი მომსახურება თეთრ სახლში აღარ გვჭირდება. ჩემთვის, ისევე, როგორც ადმინისტრაციაში სხვა ადამიანებისთვის ბოლტონის არაერთი წინადადება იყო მიუღებელი, ამიტომაც მას გადადგომა ვთხოვე და დღეს მან შესაბამისი განცხადებით მომმართა“, – დაწერა ტრამპმა და დასძინა, რომ ახალ მრჩეველს მომავალ კვირას დაასახელებს. 

ცნობისთვის:  ბოლტონმა ხსენებული თანამდებობა 2018 წლის მარტში დაიკავა, იგი გაპრეზიდენტების დროიდან მესამე მრჩეველი იყო ამ მიმართულებით გენერალ მაიკლ ფლინისა და გენერალ ჰერბერტ მაკმასტერის შემდეგ. ფლინი დანიშნვიდან რამდენიმე კვირაში რუსეთის ელჩთან მოლაპარაკებების შესახებ სკანდალის გამო გაათავისუფლეს. გამოცდილი დიპლომატი და ჩინოსანი ბოლტონი ირანის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი პოლიტიკის მთავარ არქიტექტორად სახელდებოდა. იგი არაერთგზის ჩასულა რუსეთში და ტრამპის დავალებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები უწარმოებია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რუსეთის პატრიარქმა რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტობა" მიულოცა