ანდერს ფოგ რასმუსენი: "ანაკლიის პორტით საქართველო დაუკავშირდება გლობალურ ეკონომიკას"

"ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს" - ამის შესახებ "აქცენტს" NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განუცხადა.

„პირველ რიგში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან ეს იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც შეძლებს დიდი გემების მიღებას. შესაბამისად, საქართველო უფრო უკეთესად დაუკავშირდება გლობალურ ეკონომიკას. რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით ამ პროექტის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს“ - განუცხადა "აქცენტს" რასმუსენმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს