აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი წლით გაგრძელდა

აშშ-ის პრეზიდენტმა არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის რისკის გამო, კიდევ ერთი წლით გააგრძელა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს უცხო სახელმწიფოს მიერ აშშ-ის ტერიტორიაზე არჩევნების შედეგების შეცვლის მტკიცებულება, შენარჩუნებულია იმის საფრთხე, რომ რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს ამერიკის ღია პოლიტიკური სისტემა.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ძირითადი საფრთხე უკავშირდება იმას, რომ ციფრული ტექნოლოგიების და ინტერნეტ-კომუნიკაციების განვითარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფ ბოროტმოქმედებს აძლევს ამერიკულ საარჩევნო სისტემაზე უკანონო წვდომის და სოციალური ქსელებით პროპაგანდის და დეზინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას.

პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით, 2018 წლის 12 სექტემებრს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

აშშ-ში რუსეთს ადანაშაულებდნენ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კვლევა: თითქმის 50% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება