ზურაბ აბაშიძე: „პრაღის ფორმატი შენარჩუნდება“

საქართველოს სპეცწარმომადგენლის რუსეთთან ურიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის ცნობით, პრაღის ფორმატი შენარჩუნდება, თუმცა ვინ იქნება ფორმატზე რუსეთის წარმომადგენელი, ამ ეტაპზე უცნობია. ცნობილია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელიც ასევე წარმოადგენდა რუსულ მხარეს პრაღის ფორმატში, თანამდებობიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს. 

„ფორმატი გააგრძელებს მუშაობას. მოგეხსენებათ, მისი დღისწესრიგი კონკრეტულ საკითხებზეა კონცენტრირებული: სავაჭრო–ეკონომიკური, ტრანსპორტი, ბიზნესი და ა.შ. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, არ გვაქვს სრულყოფილი დიპლომატიური მისიები, ამიტომ საკითხების განხილვა უნდა მოხდეს და ეს ადგილი გახლავთ პრაღა. თავად ფორმატი შენარჩუნდება, მაგრამ რუსეთის მხრიდან ვინ იქნება, ჯერ–ჯერობით პასუხსი გაცემა მიჭირს“,– განაცხადა აბაშიძემ.

ცნობისთვის: კარასინის უკვე ყოფილ თანამდებობაზე ევგენი ივანოვი დაინიშნა. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ლარის ახალი კურსი ცნობილია