როდის დაიწყება სასწავლო პროცესი – განათლების სამინისტროს განცხადება

საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა 20-მდე სკოლაში შესაძლოა, ორი კვირით გადაიწიოს,– ამის შესახებ განათლების სამნისტრო იუწყება. უწყების განცხადებას "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ:

„16 სექტემბერს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყება. ახალი სასწავლო წლისთვის, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია მთელ საქართველოში, უპრეცედენტო მასშტაბით, 700-მდე სკოლაში განხორციელდა.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესის დაწყების თარიღმა ერთეულ შემთხვევებში (20-მდე სკოლაში) შესაძლოა ორი კვირით მხოლოდ გადაიწიოს. ასეთ სკოლებში, გაკვეთილები შესაბამისი საგაკვეთილო ცხრილით შაბათი დღის ხარჯზე ანაზღაურდება.

აღნიშნულის შესახებ, მშობლების ინფორმირებას სამინისტროს ინსტრუქციის საფუძველზე, სკოლების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის თანამედროვე ციფრული ხელსაწყო - OPTIMO შეიქმნა