ზაზა ურუშაძე თანამდებობას ტოვებს

ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილების შესახებ ურუშაძემ კინოაკადემიის წევრებს მიმართა.

ურუშაძის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, რომლებმაც მისთვის მიუღებელი ფორმა მიიღო.

„არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 აგვისტოს კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა კინოაკადემიის რიგგარეშე ყრილობა, რომელსაც კინოაკადემიის მოქმედი პრეზიდენტისთვის, ზაზა ურუშაძისთვის მხარდაჭერის საკითხზე უნდა ემსჯელა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
“ვიზამ” სრულად ციფრულ ბანკ „სფეისთან“ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა