საქართველოს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის ოფიციალური ვიზიტი იწყება.

12 სექტემბერს მედლინ მუნი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება, რის შემდეგაც პრესისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.

დაგეგმილია შეხვედრა საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, ასევე საპარლამენტო ფრაქციების “ევროპული საქართველოს“, “ნაციონალური მოძრაობის“, “საქართველოს პატრიოტებისა“ და უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

13 სექტემბერს მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავა, სადაც ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მედიქლაბჯორჯია" ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს